ბარსელონა, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული არ არის - გიუნდოგანი ლა ლიგის შემდეგ ტურში ითამაშებს

ამხანაგურ მატჩში, გერმანიამ საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. ჰანსი ფლიკის წასვლის შემდეგ, ბუნდეს ნაკრები დროებით რუდი ფიოლერმა ჩაიბარა და გერმანიას მნიშვნელოვან დროს მოაგებინა.

გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ მატჩის 25-ე წუთზე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ილქაი გიუნდოგანმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ამის გამო „ბარსელონას“ გულშემატკივრები საკმაოდ ანერვიულდნენ, მაგრამ ფაბრიციო რომანომ ყველა დაამშვიდა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის თქმით, თურქული ფესვების მქონე გერმანელის ტრავმა სერიოზული არ არის და „ბლაუგრანას“ ლა ლიგის შემდეგ ტურში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ილქაი კატალონიურ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე გიუნდოგანმა ბარსას მაისური 4-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბა ტესტს მეორედ ჩაიტარებს - მისი კარიერა ტესტის პასუხზეა დამოკიდებული
პოგბა ტესტს მეორედ ჩაიტარებს - მისი კარიერა ტესტის პასუხზეა დამოკიდებული