ბარსელონა, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

დამატებით 20 მილიონი უნდა იშოვოს - ლაპორტა მძიმე სიტუაციში ჩავარდა

„ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები გრძელდება. Goal.Com-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ინვესტორმა შესაბამისი თანხების მოძიება ვერ შეძლო, რაც ახლა ჟოან ლაპორტას გადასახდელია.

როგორც ირკვევა, კატალონიურ გრანდს ლა ლიგისთვის 20 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი. ეს თანხა კი „ბარსელონას“ ლიცენზირებისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია.

აქამდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ბევრი რამ ბარსას წარმატებაზეც იყო დამოკიდებული და ჯერჯერობით გუნდი კარგ სეზონს ატარებს.

Telegraph-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ აღნიშნული თანხა ახლა „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას უნდა მოაკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარსას ბიუროკრატიული პრობლემები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომპანია, რომელსაც „ბარსელონა“ ეყრდნობოდა Libero გახლავთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდან თანხის ვერ უზრუნველყოფა, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჟოან ლაპორტა მძიმე სიტუაციაში ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთელი ნაკრები მის გვერდით ვართ“ - კომანმა პოგბა დაიცვა
“მთელი ნაკრები მის გვერდით ვართ“ - კომანმა პოგბა დაიცვა