თბილისის დინამომ ესპანელი მცველი დაიმატა
თბილისის „დინამომ“ 29 წლის ესპანელი მცველი, კიკე ლოპესი დაიმატა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თამაში როგორც მარცხენა, ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა და კიკე ლოპესი „დინამოში“ 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კიკე ლოპესი ალკორკონის აღზრდილია, კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთი ესპანური გუნდში „უნიონ ადარვეში“ თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც „სან ლუისისა“ და „კერეტაროს“ ღირსებას იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური „ასტანას“ რიგებშიც უთამაშია.