იურგენ კლოპი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ATHLETIC: „კვარაცხელია კლოპის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება“

გავლენიანი ბრიტანული სააგენტოები აქტიურად წერენ, რომ „ლივერპულის“ 31 წლის შემტევი, მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მერსისაიდულ კლუბს დატოვებს და კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

საუდელები ეგვიპტელი ფეხბურთელის ყიდვას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდნენ, თუმცა, გრანდიოზული შემოთავაზების მიუხედავად, იურგენ კლოპმა სალაჰის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა და ფეხბურთელი „ლივერპულში“ კიდევ ერთი წლით დარჩენაში დაიყოლია.

ახლა კი იწერება, რომ 2023/24 წლების სეზონი ეგვიპტელისთვის ბოლო ევროპული სეზონი იქნება და მოჰამედ სალაჰი კლუბს 99%-ით დატოვებს. ამის გამო, ბრიტანულ მედიაში იწერება 31 წლის შემტევის შესაძლო შემცვლელების შესახებ, გავლენიანი Athletic-ის ინფორმაციით, კლოპის ერთ-ერთი სამიზნე „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

რა წერია ATHLETIC-ის სტატიაში:

ლივერპულში მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით ბოლო სეზონს ატარებს, რის გამოც კლოპი უკვე ცდილობს მისი შემცვლელის პოვნას. ერთ-ერთი კანდიდატი არსენალის შემტევი, ბუკაიო საკაა, თუმცა, ინგლისელისთვის სატრანსფერო თანხა სალაჰის გაყიდვიდან მიღებული თანხის ეკვივალენტი უნდა იყოს. „მეთოფეები“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ფეხბურთელის გაყიდვას, რის გამოც, „ლივერპულმა“ უნდა დაარწმუნოს ფეხბურთელი, რომ თავის მშობლიურ კლუბს დაშორდეს.

კიდევ ერთი კანდიდატი კილიან მბაპე იქნება, რომელსაც პსჟ-ში პოზიციები შერყეული აქვს და გუნდის დატოვება დააანონსა. „ლივერპულს“ შეუძლია ფრანგი ფეხბურთელის ყიდვა სცადოს, თუმცა, ყველაფერი ალბათ თავად მბაპეს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რომლის ოცნებაც მადრიდის „რეალში“ თამაშია.

კლოპი „ნაპოლის“ ახლად ჩამოყალიბებული ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეძენასაც ეცდება. გასულ სეზონში, სცენაზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ თავისი სწრაფი და უნარიანი ფეხებით, დინამიური სისწრაფითა და ახალგაზრდული სიხალისით, მან სწრაფად მოიპოვა ადგილი 100-მილიონიანი ფეხბურთელის სტატუსი.

„ლივერპულმა“ მისი სრული ძალა ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგრძნო, როდესაც დიეგო მარადონაზე 4:1 დამარცხდა. საერთო ჯამში, 22 წლის ფეხბურთელმა გასულ წელს 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მას სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებაშიც დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 22 წლის ფეხბურთელი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნორვეგიასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც ეროვნულმა გუნდმა 12 სექტემბერს უნდა გამართოს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მის წარმატებაში დიდი იღბალიცაა“
„ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მის წარმატებაში დიდი იღბალიცაა“