ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„სტილიდან გამომდინარე ბარსელონა მისი გუნდია“ | სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რამდენიმე გამოცემამ „კვარა“ „ბარსელონას“ დაუკავშირა და სიომინის მიხედვით, „ბლაუგრანა“ ხვიჩასთვის ზედგამოჭრილი გუნდია.

„ვფიქრობ, სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ხვიჩა ბარსელონასთვის ზედგამოჭრილია. ბლაუგრანა მისი გუნდია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ კვარაცხელია ახალგაზრდა და პროგრესირებადი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მისი დონე ბარსელონას ნამდვილად შეესაბამება.

ღირს თუ არა კვარაცხელია 100 მილიონი ევრო? საკამათო საკითხია, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება რთულია. სატრანსფერო ბაზარზე ისეთი რიცხვები ჩნდება, მგონია, ხვიჩა, რომელიც ევროპის მასშტაბით, წამყვანი ფეხბურთელია, ამდენი ნამდვილად ღირს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, El Nacional-მა „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას სამომავლო გეგმებზე დაწერა. კატალონიური გაზეთის მიხედვით, კვარაცხელია „ბლაუგრანას“ სატრანსფერო სიაში იმყოფება და ლაპორტას იგი ახალი საფეხბურთო პროექტისთვის სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა