დონჩიჩი და სლოვენია დაჯაბნეს - კანადა ნახევარფინალშია
Aa
Aa

დონჩიჩი და სლოვენია დაჯაბნეს - კანადა ნახევარფინალშია

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. კანადამ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ლუკა დონჩიჩის სლოვენიას 100:89 მოუგო.

შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში გაგრძელდა. გუნდები დიდ შესვენებაზე 50:50-ით გავიდნენ.

მესამე მეოთხედიდან კანადამ უპირატესობა მოიპოვა. ხორდი ფერნანდესის გუნდმა 30:21 მოიგო და დასკვნითი ათწუთეულის წინ 9-ქულიანი ფორა მოიპოვა. ბოლო მეოთხედში კი 20:18 მოიგეს და შეხვედრა მშვიდად დაასრულეს, რაც 5-6 წუთით ადრე ლუკა დონჩიჩის მე-5 პერსპონალურმა ჯარიმამ და მოედნიდან გასვლამაც განაპირობა.

შეხვედრის MVP კანადელი შაი ალექსანდერი გახდა, რომელმაც 31 ქულა და 10 გადაცემა გაიფორმა. ერ ჯეი ბარეტს 24 ქულა და 9 გადაცემა ჰქონდა.

სლოვენიელებს დონჩიჩმა ულიდერა, თუმცა მოკრძალებულად - 24 ქულა, 4 მოხსნა და 5 გადაცემა. 22 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა პრეპელიჩს.

ამრიგად, ნახევარფინალური წყვილები ასეთი გვაქვს: გერმანია ამერიკა, სერბეთი კანადა. შეხვედრები 8 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუნდობელი აშშ | ტურნირის ფავორიტმა იტალია გაანადგურა
დაუნდობელი აშშ | ტურნირის ფავორიტმა იტალია გაანადგურა