ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას მატჩები რეალთან - ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების განრიგი ცნობილია

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების მატჩების განრიგი.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს „ნაპოლისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირებები იწვევს. ხვიჩა თავისი ოცნების გუნდის წინააღმდეგ.

ნეაპოლელები პირველი ტურის შეხვედრას 20 სექტემბერს სტუმრად „ბრაგასთან“ გამართავს.

მეორე ტურის შეხვედრა 3 ოქტომბერს ნეაპოლში „რეალის“ წინააღმდეგ გაიმართება. შემდეგ მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს რუდი გარსიას გუნდი 24 ოქტომბერსა და 8 ნოემბერს „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

29 ნოემბერს „ნაპოლი“ მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ დაუპირისპირდება. ჯგუფურ ეტაპს 12 დეკემბერს შინ „ბრაგასთან“ შეხვედრით დაასრულებენ.

რუდი გარსია წილისყრის შესახებ

„შეიძლებოდა, უკეთეს ჯგუფში მოვხვედრილიყავით და არსებობდა ალბათობა, რომ უარესი ჯგუფი გვქონოდა. რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ბლანკოსთან დაპირისპირების გამო, ორმაგად ბედნიერი ვარ. რეალს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათთან თამაშს მოუთმენლად ველი. 2016 წელს, რომასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გავედით და რეალს ვხვდებოდით, მაგრამ მათთან თამაში არ დამცალდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან და კვიპროსთან - ესპანეთმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოსთან და კვიპროსთან - ესპანეთმა შემადგენლობა დაასახელა