ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიომ მილანთან მარცხის შემდეგ პრესასთან საუბარზე უარი თქვა - უთანხმოება მსაჯთან

სერია A-ს მე-3 ტურში „რომა“ შინ „მილანთან“ 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიო არბიტრებზე გაბრაზებული იყო და პრესკონფერენციის გამართვაზეც უარი თქვა.

მოურინიოს წესების დარღვევისთვის 10-იანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა, თუმცა პარასკევს ვადა ამოეწურა.

Football Italia-ს ცნობით, მოურინიოს ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე უარი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მატჩის სტარტზე რომაელთა კარში დანიშნული პენალტის გამო, ჟოზემ არბიტრს ანტონიო რაპუანოს სარკასტულად ტაში დაუკრა.

პენალტი ჟირუმ გოლად აქცია, რასაც მოურინიო არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ არბიტრმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.

„როსონერი“ 61-ე წუთიდან ტომორის გაძევების შემდეგ კაცნაკლული დარჩა, თუმცა „რომამ“ შეხვედრის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.

3 ტურის შემდეგ „რომა“ სერია A-ში 1 ქულით მე-18 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ოცნება ახდა“ | ბარსელონამ ფელიქსი გაიფორმა, შემდეგი კანსელუა
„მისი ოცნება ახდა“ | ბარსელონამ ფელიქსი გაიფორმა, შემდეგი კანსელუა