კარიმ ბენზემა, ალეკსანდრ მიტროვიჩი
Aa
Aa

7 გოლი ლიდერების მატჩში | ბენზემამ ქუსლით გაიტანა, მისი გუნდი 3:4 დამარცხდა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, ტურნირის ფავორიტების, „ალ-იტიჰადისა“ და „ალ-ჰილალის“ დაპირისპირება ვიხილეთ. მატჩმა გულშემატკივრების იმედები გაამართლა და ფეხბურთელებმა საოცარი სანახაობა გვაჩუქეს, რომელშიც 7 გოლი გავიდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე, „ალ-იტიჰადმა“ გახსნა და რომარინიოს გოლით დაწინაურდა. 4 წუთში, წონასწორობა ალექსანდრ მიტროვიჩმა აღადგინა. 38-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ფენომენალური ბურთი შეაგდო და „ალ-იტიჰადი“ დააწინაურა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე კი აბდერაზაკ ჰამდალამ მასპინძელთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა - 3:1.

მეორე ნახევარში მიტროვიჩის ბენეფისი ვიხილეთ. მე-60 წუთზე, მან ჩამორჩენა 1 გოლამდე დაიყვანა, 5 წუთში კი პენალტი გარდასახა და ანგარიში 3:3 გახადა. მატჩში გადამწყვეტი ალ დავსარის დარტყმა აღმოჩნდა, რომელმაც თავი 71-ე წუთზე გამოიჩინა - 4:3.

ამრიგად, „ალ-იტიჰადი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. პირველ ადგილზე „ალ-ჰილალი“ გადავიდა, რომელსაც 13 ქულა აქვს. გეტყვით იმასაც, რომ „ალ-იტიჰადის“ რიგებში ბენზემამ, ნგოლო კანტემ და ფაბინიომ ითამაშეს, „ალ-ჰილალის“ მაისურით კი იასინ ბონო, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და ალექსანდრ მიტროვიჩი ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“