გორის დილა, თბილისის დინამო
Aa
Aa

სხირტლაძის ბრწყინვალე პასი - დინამომ დილა დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გორის „დილა“ შინ თბილისის „დინამოსთან“ 0:3 დამარცხდა.

ანგარიში 61-ე წუთზე დავით სხირტლაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ უსმანე კამარამ გახსნა, გვინეელმა შემტევმა ყოფილ გუნდს გაუტანა, 2021 წლის სეზონი „დილაში“ გაატარა და შემდეგ კარიერა „დინამოს“ დაუკავშირა.

87-ე წუთზე ლევან ოდიშარიას პასის შემდეგ გიორგი ხარაიშვილმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ლამაზი გოლი გამოვიდა.

მე-4 დამატებულ წუთზე „დილამ“ ბურთი საკუთარ ნახევარზე, საჯარიმოსთან დაკარგა, ოსიყმაშვილის პასის შემდეგ დავით სხირტლაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

22 ტურში ბათუმის „დინამომ“ 49 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. თბილისის „დინამომ“ 23 ტურში 44 ქულა მოიპოვა, „საბურთალომ“ 23 მატჩი ჩაატარა და 42 ქულით მე-3 ადგილზეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები