ეკო გორგოძე
Aa
Aa

პრაღაში გამარჯვებით დაიწყო - გორგოძემ 14 წლის ბავშვს მოუგო

პრაღაში, ITF-ის ეგიდით საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში ტერეზა კრეიჩოვას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:1 6:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძის მეტოქე ტერეზა კრეიჩოვა 14 წლის გახლავთ და ასეთ ასპარეზზე თამაში ჯერჯერობით მისთვის უკვე დიდი წარმატებაა. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 2 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ქართველმა ჩოგბურთელმა, წყვილთა თანრიგში ვროცლავის ღია პირველობა მოიგო და კარიერაში 57 ტიტული დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი მარცხი - კვერკველიას გუნდი საუდის არაბეთში აუტსაიდერია
მორიგი მარცხი - კვერკველიას გუნდი საუდის არაბეთში აუტსაიდერია