ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

ერთადერთი ქართველი რუსეთში - გაგნიძის გუნდი სპარტაკთან განადგურდა

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 წლის ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოს“ სასტარტო 11-ეულში პირველად ითამაშა, მისი გუნდი სტუმრად მოსკოვის „სპარტაკთან“ დამარცხდა - 4:1. 

გაგნიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, მთავარ მწვრთნელ მარცელ ლიჩკას არ შეუცვლია.

„სპარტაკმა“ საწყის 25 წუთში ოთხი გოლი შეაგდო, მე-4 გოლისას მასპინძლებმა კონტრშეტევა ლუკა გაგნიძის ცუდად შესრულებული ჯარიმის შემდეგ განავითარეს. საერთო ჯამში, ამ შეხვედრაში ლუკას ცუდად არ უთამაშია, თუმცა ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა.

 

ასევე გამოსარჩევია ერთი ეპიზოდი, როცა ლუკა გაგნიძემ ინდივიდუალურად კარგად ითამაშა, ორ ფეხბურთელს გაცდა, თუმცა შემდეგ შეაჩერეს. მალევე, ლუკამ ყვითელი ბარათი მიიღო, როცა მეტოქე კონტრშეტებაზე გადმოსვლას ცდილობდა.

 

საბა საზონოვის მოსკოვის „დინამოდან“ „ტორინოში“ მოსალოდნელი ტრანსფერიდან გამომდინარე ლუკა გაგნიძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება და მისი კარიერისთვის აუცილებელია რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ რუსული ფეხბურთი სრულ იზოლაციაშია, დისკვალიფიკაციის გამო რუსული კლუბები თუ ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში ვერ მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები