კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა, ბათუმის დინამო
Aa
Aa

ბათუმის დინამომ ბოლო წუთებზე მოიგო | ტორპედომ სამგურალს ვერ გაუტანა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გათამაშების ერთ-ერთმა აუთსაიდერმა, „გაგრამ“ სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდ ბრძოლაში დასანანი მარცხი იწვნია.

გაგრელები თამაშის მიწურულამდე ნულოვან ფრეს ინარჩუნებდნენ, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვეს. ბათუმის „დინამო“ 91-ე წუთზე, ერეკლე სულთანიშვილის ავტოგოლით დაწინაურდა, 95-ე წუთზე კი პაატა ღუდუშაურმა მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 0:2 მოიგო.

დღესვე, იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა, თუმცა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

23 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ბათუმის „დინამო“ 49 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „საბურთალოს“ 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ წავა, მართლა ვიტირებ“ - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„თუ წავა, მართლა ვიტირებ“ - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე