სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: ამ სეზონში სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ

„მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების (4:1) განაცხადა, რომ მის გუნდს ამ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაა.

ჩვენ კმაყოფილები ვართ თამაშით, რადგან პირველი ტურის შემდეგ წინ წავედით. უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის გაცნობა, შეთამაშება და გავხდეთ უფრო უკეთესი გუნდი, თუმცა ეს კარგი დასაწყისია.

ჩვენ დავიმატეთ იმ მახასიათებლების მქონე ფეხბურთელები, რომლებიც გვჭირდებოდა, თავდასხმაში კრეატიული მოთამაშეები. ახლა ვეცდებით სტაბილურობა ვიპოვოთ. თუმცა ყოველთვის კარგია, როცა მწვრთნელს თამაშის სხვადასხვა ვარიანტები აქვს.

ფეხბურთელები მზად არიან გუნდისთვის ყველაფერი გაწირონ. ეს არის საფუძველი, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია გუნდი ავაშენოთ.

გასული სეზონი მრავალი მიზეზის გამო რთული იყო, ჩვენ ვითამაშეთ ტიტულის მოგების შემდეგ და გვინდოდა ტრიუმფის გამეორება. ვფიქრობ, ახლა დიდი გუნდი იქმნება, მაგრამ გამოწვევები აუცილებლად იქნება და რაც უფრო ერთსულოვნები ვიქნებით, მათ მით უკეთ გავუმკლავდებით“.

- განაცხადა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „როსონერიმ“ სერია A-ს ახალ სეზონში საწყისი ორი ტურიდან ორივე მოიგო, 6 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა. მომდევნო ორ ტურში პიოლის ბიჭებს ჯერ „რომას“ ხოლო შემდეგ „ინტერის“ სახით დიდი გამოცდები ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის პირველი გოლი MLS-ში - ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკი დაამარცხა
მესის პირველი გოლი MLS-ში - ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკი დაამარცხა