ძიუდო, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი: ოქროს და ბრინჯაოს მოლოდინში
ხორვატიაში კერძოდ კი დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღე ქართული დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა - ოქროს და ბრინჯაოს მედლებს ველოდებით.
მსუბუქი წონის წარმომადგენლებმა წლევანდელი ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულმა შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ ტუგულდურ ჩოიჯილავს დაუპირისპირდება.
მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) სრული ეტაპი დამაჯერებლად განვლო და ფინალამდე მიაღწია, სადაც ყაზახ ნურლან ისატაევს შეხვდება.
მომდევნო დღეებში სხვადასხვა წონით კატეგორიებში კიდევ 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ:
-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე
-73კგ – ცოტნე ბახტაძე
-81კგ – გიორგი ბენდელიანი
-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი
-48კგ – თამარ გიგოლაევი
-52კგ – თამარ სუხიაშვილი
-63კგ – ნონა დოლიაშვილი
-70კგ – ლიზი ქვარცხავა
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.