მადრიდის ატლეტიკო, როდრიგო დე პაული, ალ აჰლი
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება - ალ აჰლის როდრიგო დე პაული სურს

საუდის არაბეთი ვარსკვლავებზე ნადირობას აგრძელებს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ალ აჰლი“ როდრიგო დე პაულის გადაბირებით ინტერესდება. არაბულმა კლუბმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ „ალ აჰლის“ ზიელინსკის გადაბირება სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი დე პაულის ჯერია.

ფაბრიციო რომანო უფრო მეტ დეტალზე არ საუბრობს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პირობებს სთავაზობს არაბული კლუბი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს.

შეგახსენებთ, რომ დე პაული „როხიბლანკოში“ 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, 29 წლის ნახევარმცველმა მადრიდული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 88-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა მეისონ გრინვუდი გუნდიდან გაუშვა
მანჩესტერ იუნაიტედმა მეისონ გრინვუდი გუნდიდან გაუშვა