იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი, ფედერიკო კიეზა, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

იტალიური მედიის ანალიზი - რა შეცვალა ალეგრიმ იუვენტუსში

სერია ა-ს პირველ ტურში „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ 3:0 დაამარცხა. ტურინელებმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს და ამასთან დაკავშირებით იტალიური გამოცემა Football Italia ანალიზს გვთავაზობს.

რა შეცვალა ალეგრიმ და „იუვენტუსმა?“

„კვირას მოგებულ თამაშში აშკარად გამოჩნდა, რომ „იუვენტუსი“ აქცენტს უფრო შეტევაზე აკეთებს. ალეგრის შეგირდები გასული სეზონისგან განსხვავებით უფრო შემტევები იყვნენ და 45 წუთში 3 გოლი გაიტანეს. ანგარიში მესამე წუთზე ფედერიკო კიეზამ გახსნა. უმცროსი კიეზა ცენტრალური თავდამსხმელის უკან მოგვევლინა, მაგრამ ხშირად იწევდა მარცხენა ფლანგზე.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, „ბებერი ქალბატონი“ პირველი გატანილი გოლის შემდეგ, ძირითადად ტემპის დაგდებით და ანგარიშის შენარჩუნებით იყო დაკავებული. ახლა კი სულ სხვა სცენარი ვიხილეთ. მასიმილიანოს ბიჭებმა ბურთი მალევე დაიბრუნეს და კვლავ შეტევაში გადავიდნენ, რასაც მე-20 წუთზე ვლაჰოვიჩის გოლი მოყვა.

ყველაზე მეტს კიეზა აქტიურობდა და ეს ტაქტიკა მისთვის იდეალური აღმოჩნდა. ახალი მიდგომით ყველაზე მეტად სწორედ მან ისარგებლა.

„ეს იყო შესანიშნავი თამაში, პირველ ტაიმში განსაკუთრებით დიდი ინტენსივობით ვუტევდით. ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშეთ.“

- განაცხადა კიეზამ მატჩის დასრულების შემდეგ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კიეზა ახლა გაცილებით მშვიდია და მას ორივე ფეხი წესრიგში აქვს. ალეგრიმ ისიც თქვა, რომ გასულ სეზონში „ფიორენტინას“ ყოფილი ფეხბურთელი ტრავმებმა დატანჯა და საკუთარი პოტენციალი ვერ გამოავლინა. მიმდინარე სეზონში კი მასიმილიანომ მას დიდებული მატჩები უწინასწარმეტყველა. წინასწარმეტყველების ახდენა კი „უდინეზესთან“ მატჩში დაიწყო.

კიეზამ მოლოდინი გაამართლა და შესაძლოა ის მიმდინარე სეზონში იუვეს თამაშის შემცვლელი იყო. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ფედერიკოს და ვლაჰოვიჩის სახეზე განწყობა შეიცვალა. წინა სეზონში ისინი ძირითადად იმედგაცრუებულები იყვნენ.. ახლა კი მათგან უდიდესი პოზიტივი და ენერგია წამოვიდა.

ამას ისიც ადასტურებს, რომ კიეზას გოლის შემდეგ, ვლაჰოვიჩმა მას უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდა და უთხრა: „არ გაჩერდე, კიდევ გაიტანე.“

„იუვენტუსის“ ახალი მენტალიტეტის ჩამოყალიბება გარკვეულწილად ალეგრის ახალი თანაშემწის ფრანჩესკო მანანელის დამსახურებაა. მას კოლოსალური გამოცდილება აქვს და არაერთ გუნდში უმუშავია. მათ შორის, მაურიციო სარისთან და სტეფანო პიოლისთან. მისი ფილოსოფია პირდაპირ შეტევას უკავშირდება და ის ალეგრის დიდი ხნის მეგობარია.

რა თქმა უნდა, „ბებერ ქალბატონს“ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი. მაგალითად შეგვიძლია „უდინეზესთან“ მატჩის მეორე ტაიმი ავიღოთ. იუვე გასული წლის იუვეს ჰგავდა, როდესაც გუნდი ღრმად იცავდა თავს და მატჩში ჩართვა ხშირად შესნის უწევდა. მიუხედავად ამისა, დასაწყისი მაინც იმედისმომცემი იყო.

განსაკუთრებით ეს იმის ფონზე, რომ ალეგრიმ თავის ტაქტიკაში რამდენიმე დამაინტრიგებელი ცვლილება შეიტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ „ბიანკონერი“ ასე გააგრძელებს და ვლაჰოვიჩისა და კიეზას ასეთ ფორმას შეინარჩუნებს, თავისუფლად შეუძლია იოცნებოს სკუდეტოს დაბრუნებაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი: “წინა სეზონთან შედარებით 10-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი ვარ“
ბელინგემი: “წინა სეზონთან შედარებით 10-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი ვარ“