ფაბიო გროსო
Aa
Aa

ნოსტალგია - ბოლო წუთის კაცი, რომელმაც რამდენიმე დღე ფენომენივით იცხოვრა

ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტა მოთამაშეა, რომელსაც გაუმართლა და მსოფლიო ჩემპიონატზე 1 დაუვიწყარი დღე ჰქონდა.. ფაბიო გროსოს დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდა, რომ მას ასეთი 2 დღე ჰქონდა..

ბერლინი, 2006 წელი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ პენალტების სერიისთვის 5 ფეხბურთელი უნდა შეარჩიოს..

ანდრეა პირლო, მარკო მატერაცი, დანიელე დე როსი, ალესანდრო დელ პიერო და კიდევ ერთი..

აშკარა კანდიდატებად ლუკა ტონი, იაკუინტა ან ფაბიო კანავარო ჩანდნენ, მაგრამ ბერლინში იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრების საუკეთესო წელს ატარებდა..

ლიპიმ ფაბიო გროსო აირჩია!! თავად ფეხბურთელი კი გაოცებული დარჩა.. ლიპის დღემდე კარგად ახსოვს ფაბიოს გაოცებული სახე და პირველი სიტყვები: „მაგრამ მე რატომ?“

მთავარი მწვრთნელი თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო..

სწორედ გროსომ მოიპოვა მერვედფინალში პენალტი ავსტრალიის წინააღმდეგ. სწორედ გროსომ გაუტანა ნახევარფინალში გერმანიას პირველი გოლი..

ფაბიოს წარმოუდგენელი რამ დაევალა. მას ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ, მე-5 გადამწყვეტი პენალტი უნდა დაერტყა..

არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, რომ მას ბოლო პენალტი 2001 წელს სერია ც-ში, „ჩიეტის“ შემადგენლობაში ჰქონდა დარტყმული..

რეალურად, ფაბიოს მუნდიალზე წაყვანას არავინ ელოდება. მეტიც, ის ძამბროტას შემცვლელად მოიაზრებოდა.. საბოლოოდ გროსომ გახსნით მატჩში განას წინააღმდეგ ითამაშა, რადგან ძამბროტამ ბარძაყის კუნთი დაიზიანა..

ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძაკარდომ ტრავმა მიიღო, მარჩელო ლიპიმ რაღაცების შეცვლა გადაწყვიტა..

იტალიელმა სპეციალისტმა ძამბროტა მარჯვენა ფლანგზე გადაწია, ხოლო მარცხენა ფლანგი გროსოს ჩააბარა. „სკუადრა აძურამ“ კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა და გროსო საბოლოოდ დამკვიდრდა დაცვის მარცხენა ფლანგზე..

ბევრი ადამიანი დღემდე ამბობს, რომ გროსომ ავსტრალიასთან სიმულაციას მიმართა და მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა, მაგრამ ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. გროსომ ავსტრალიის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა..

თუმცა საკამათო აღარაფერი იყო გერმანიასთან გატანილ გოლზე. ეს იყო გოლი, რომელმაც სამყარო ქარის სისწრაფით მოიარა. ზეიმიც დასამახსოვრებელი იყო..

ფაბიო გროსომ იენს ლემანის კარის აღების შემდეგ, იტალიაში საკულტო წოდება მიიღო!!

პირველ რიგში, კომენტატორი ფაბიო კარესა შესანიშნავად აღწერს ეპიზოდს. გერმანიის ნაკრების საჯარიმოს კიდესთან ბურთი ანდრეა პირლოს უჭირავს და გროსო მის გადაცემას ელოდება.

„ბურთი მიიღო პირლომ.. პირლო.. პირლო.. ისევ პირლო..“

ფაბიო დარწმუნებული იყო, რომ ანდრეა მას შეამჩნევდა და საჯარიმოს მარჯვენა მხარეს გაეხსნა..

„როდესაც დავინახე, რომ ბურთი პირლომ მიიღო დავრწმუნდი, რომ პასს მე გამიკეთებდა. ხანდახან ის საერთოდ არ გიყურებს, მაგრამ პასის მოსაცემად იდეალურ მომენტს მაინც პოულობს.

მქონდა განცდა, რომ ბურთი ჩემთან მოვიდოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. ბურთი მივიღე და ზუსტად იქ დავარტყი, სადაც დავუმიზნე. გოლის გასვლის შემდეგ ვყვიროდი, რომ არ მჯეროდა. ემოციებმა იფეთქა და ყველას გახსოვთ, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ვითამაშებდი და გოლს გავიტანდი.“

- განაცხადა პირლომ La Repubblica-სთან საუბრისას.


ამ გოლით ცნობილი გახდა, რომ ფინალში, ძირითად შემადგენლობაში გროსო ითამაშებდა. პალერმოს მარცხენა მცველი კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სტადიონზე..

შესაძლოა ზიდანის წითელი ბარათი დომინირებდა სათაურებში, მაგრამ გროსო მატჩის გამარჯვებული იყო!!

როდესაც გროსომ თავად ჰკითხა ლიპის, თუ რატომ აირჩია მეხუთე პენალტის დამრტყმელად, მწვრთნელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ შენ ბოლო წუთის კაცი ხარ!“

რაც ავსტრალიასთან და გერმანიასთან მატჩში მოხდა, ლიპიმ ჩათვალა, რომ ფაბიო იმ ფორმაციის იტალიის ნაკრების ბედისწერა იყო..

საბოლოოდ ასეც მოხდა. გროსომ ფაბიენ ბარტეზს მარცხენა მაღალ კუთხეში დაურტყა. ფრანგი მეკარე საპირისპირო მხარეს გადახტა და იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!!

გროსო კიდევ ერთხელ გაიქცა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საით გარბოდა. თავსაც ვერ იკავებდა.. ერთადერთი, რაც მან ინანა იყო ის, რომ პირდაპირ მისი საუკეთესო მეგობრისკენ, ჯანულიჯი ბუფონისკენ არ გაიქცა..

იცით? დღესაც, რომ ჰკითხოთ გროსოს.. ამ ყველაფრის არ სჯერა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - სერიული მკვლელი, რომელმაც საფრანგეთი დააჩოქა
ნოსტალგია - სერიული მკვლელი, რომელმაც საფრანგეთი დააჩოქა