დიეგო ფორლანი
Aa
Aa

ნოსტალგია - ფეხბურთელი, რომელმაც ჯაბულანი მოათვინიერა

დიეგო ფორლანმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სახელი უკვდავყო. ეს ყველაფერი ადიდასის ფირმის ბურთმა გამოიწვია, რომელსაც ლუიშ ფაბიანომ „ძალიან უცნაური“ უწოდა..

ისტორიაში პირველი მუნდიალი, რომელიც აფრიკაში გაიმართა.. აღნიშნულ მუნდიალზე ადიდასმა შექმნა ბურთი სახელად „ჯაბულანი“. ბურთი მოიცავდა, რვა სფერულად ჩამოსხმულ პანელს, რომლებიც აეროდინამიკის მკვეთრად გასაუმჯობესებლად შეიქმნა..

რეალურად, სიტყვა „ჯაბულანი“ გახარებას ნიშნავს, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ.. ეს ბურთი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის არავის მოსწონდა..

მაგალითად, ჯანლუიჯი ბუფონმა მას „სრულიად არაადეკვატური“ უწოდა, ხოლო ლუიშ ფაბიანომ, როგორც უკვე მოგახსენეთ „ძალიან უცნაური“..

თუმცა, ერთმა ფეხბურთელმა თავიდანვე აითვისა „ჯაბულანის“ ფიზიკის გამომწვევი პოტენციალი..

ცნობილია, რომ მუნდიალის დაწყებამდე 3 თვით ადრე, დიეგო ფორლანმა ადიდასს „ჯაბულანის“ გამოგზავნა სთხოვა. ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოედანზე რჩებოდა და „ჯაბულანით“ დარტყმას სწავლობდა..

ამ ყველაფერმა შედეგი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში გამოიღო, სადაც ურუგვაიმ ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა 3:0 დაამარცხა. ფორლანმა კი დუბლი შეასრულა..

პირველი გოლი ისეთი ეფექტური იყო, რომ ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონზე „ვუვუზელები“ გააჩუმა..

ბურთმა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა და სამხრეთ აფრიკელთა კარის დარაჯი ადგილზე გაშეშებული დატოვა..


ურუგვაისა და განას მეოთხედფინალური მატჩი ლუის სუარესის ხელით თამაშის გამო ალბათ ყველას მუდამ ემახსოვრება, თუმცა ეს ასევე იყო თამაში, რომელშიც ფორლანის და „ჯაბულანის“ ურთიერთობა კიდევ ერთხელ გამოვიდა სააშკარაოზე..

ურუგვაი 0:1-ს აგებდა, მაგრამ დიეგომ ჯარიმის ნიშნულიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. მისმა გოლმა თამაშის იმპულსი შეცვალა და საბოლოოდ მათ გაიმარჯვეს..


ნახევარფინალის დრო დადგა.. მძიმე მატჩი ნიდერლანდების წინააღმდეგ, რომელსაც რობინ ვან პერსი ხელმძღვანელობდა..

ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა, რომელიც გარკვეულწილად ფორლანის გოლებს ჰგავდა. დიეგომ ჩრდილში ყოფნაზე უარი თქვა და თავის სტატუსს ხაზი გაუსვა!! ტაიმის მიწურულს, მარცხენა ფეხით ნიდერლანდებს გაუტანა..

საბოლოოდ, ტაბარესის გაწვრთნილი ნაკრები 2:3 დამარცხდა. მსგავსი შედეგი დაფიქსირდა გერმანიასთან, სადაც ნაკრებები მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ.

წაგების მიუხედავად, ფორლანმა ბუნდეს ნაკრებს მაინც ეფექტური გოლი გაუტანა. მისი მეხუთე გოლი ტურნირის საუკეთესოდ დასახელდა. ასე დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური გამოსვლა..

ურუგვაელ თავდამსხმელს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მიენიჭა. მან „ჯაბულანი“ მოათვინიერა!!

გაჩნდა ბევრი შეთქმულების თეორია. ზოგი ფიქრობდა, რომ ფორლანს შიდა ინფორმაცია ჰქონდა, თუ როგორ უნდა დაერტყა „ჯაბულანი“. ბევრი ფიქრობდა, რომ ბურთი დისტანციურად იმართებოდა..

საბოლოოდ, თავად ფორლანმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ბევრი ვარჯიში, ბევრი ვარჯიში და ისევ ბევრი ვარჯიში. მე გამიმართლა, რომ „ჯაბულანი“ შექმნეს. ერთმანეთს კარგად გავუგეთ..“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს სიმართლეა, ჩვენ არასდროს დავდივართ მარტო“ - მე ფაბინიო ვარ
“ეს სიმართლეა, ჩვენ არასდროს დავდივართ მარტო“ - მე ფაბინიო ვარ