ელ ჰაჯი დიუფი
Aa
Aa

ნოსტალგია - სერიული მკვლელი, რომელმაც საფრანგეთი დააჩოქა

ელ ჰაჯი დიუფი კარიერის ადრეულ წლებში წარმატებისთვის იბრძოდა, მაგრამ სეულში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ უთამაშებელი იყო..

ყველაზე შოკისმომგვრელი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შეუძლებელი იქნებოდა ელ-ჰაჯი დიუფის გარეშე..

იმ დღეებში სენეგალელი ლეგენდისთვის შეიძლება შეურაცხყოფაც მიეყენებინათ.. მას „ლივერპულის“ იმედგაცრუებას, უსირცხვილოს და ყურადღების მაძიებელს უწოდებდნენ. მეტიც, ნილ უორნოკმა მას კანალიზაციის ვირთხაც კი უწოდა..

თუმცა ოდესღაც, დიუფმა სამყარო მის ფეხებთან დააჩოქა..

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალმა საფრანგეთს 1:0 მოუგო და ეს რამდენიმე მიზეზის გამო დაუჯერებელი იყო..

სენეგალი მუნდიალზე თამაშით განებივრებული არ იყო. მეტიც, საკუთარ კონტინენტზე ფინალში ერთხელაც კი არ ყოფილა.

მეტიც, სენეგალისა და საფრანგეთის მატჩის წინ, პოლ გასკოინმა ღიად განაცხადა, რომ სენეგალის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი..

მიუხედავად ამისა, მუნდიალის გახსნითი მატჩის შემდეგ, სენეგალის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.. ამაში კი უდიდესი წვლილი ელ ჰაჯი დიუფს მიუძღვის..

ორი სარეზერვო მეკარის გარდა, უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ან საფრანგეთში თამაშობდა, ან ევროპის სხვადასხვა გუნდებში..

მეორე მხარეს კი ვარსკვლავური მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იდგა!! „მამლები“ ასევე მოქმედი ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ.. იმ პერიოდში ტიერი ანრი, ზინედინ ზიდანი, ვიეირა და პეტი ეროვნული ნაკრების ძრავს წარმოადგენდნენ..

თუმცა ასეთი ვარსკვლავური საფრანგეთის უკან იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც სენეგალმა და დიუფმა ბრწყინვალედ გამოიყენეს..

მაგალითად, ფრანგებმა ტრავმების გამო პირესი და ზიდანი დაკარგეს. ისინი გახსნით მატჩში სენეგალის წინააღმდეგ არ იყვნენ.. შემდეგ იყო დაცვის ხაზი, რომელიც სახელებით ბრწყინავდა, მაგრამ აშკარად გადაბერებული იყო..

შესაძლოა 1998 წელს მარსელ დესაი და ფრენკ ლებეფი ვარსკვლავური ბრაზილიის წინააღმდეგ საკმარისნი იყვნენ, მაგრამ 2022 წელს მათი საერთო ასაკი 67 წელს შეადგენდა. ეს კი შემაშფოთებელი ფაქტი იყო სენეგალის ბრწყინვალე თავდასხმის წინააღმდეგ..

ელ ჰაჯი დიუფმა ამ დაპირისპირების მასშტაბები შესანიშნავად იცოდა. მატჩს წინ მან განაცხადა:

„თუ ჩვენ საფრანგეთთან დადებით შედეგს მივაღწევთ, რა იქნება შემდეგი მატჩებში? ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება..“

ცხადი გახდა, რომ სენეგალს საფრანგეთის არ ეშინოდა. წვიმამ სტადიონი კიდე უფრო მეტად სრიალა გახადა. ალიუ სისე ტიერი ანრის გასაქანს არ აძლევდა, ხოლო დიუფს სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა მარსელ დესაის ფართო ზონაში იზოლირებისთვის..

მთელი მატჩის განმავლობაში დიუფი ფრანგ მცველებს პანიკაში აგდებდა. ის გამუდმებით თამაშგარეს ზღვარზე თამაშობდა და მეტოქის ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

ნახევარ საათში, „მამლების“ უკანახაზს ენერგია გამოეცალა, რადგან დიუფი გამუდმებით ბევრს დარბოდა და გაჩერებას არ აპირებდა. მას პერსონალურად ლებეფი მეურვეობდა და ჯარიმის გარეშე ვერ აჩერებდა..

ერთ-ერთ ეპიზოდში, დიუფი მარცხენა ფლანგიდან დიდებულად შეიჭრა საჯარიმოსკენ და პაპა ბუბა დიოპს პასი გაუკეთა, რომელმაც ბარტეზის კარი აიღო..

დიოპის გამარჯვების გოლი და მისი აღნიშვნა სენეგალში საკულტო რიტუალად იქცა, მაგრამ ამ წარმატებას დღემდე მაინც ელ ჰაჯის უკავშირებენ, რადგან მისი საოცარი ტემპი და აქტიური თამაში საფრანგეთს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.

მოგვიანებით მას „სერიული მკვლელი“ უწოდეს. დიუფს კარგი თამაში დაუფასდა და აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ელ ჰაჯი ისეთი ფეხბურთელების გვერდით დადგა, როგორებიც სამუელ ეტოო, მოჰამედ სალაჰი, იაია ტურე და სადიო მანე არიან..

მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოიშორა ცუდი ბიჭის იმიჯი, რომელიც უფრო მჭიდროა, ვიდრე 2002 წლის მოგონებები..

დროთა განმავლობაში დიუფის რეპუტაცია შეიცვალა და ის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეა. აფრიკაში კი ცოცხალ ლეგენდად ითვლება.

ელ ჰაჯი დიუფი მსოფლიო ჩემპიონატის გიგანტთა მკვლელობაში შეტანილი წვლილისთვის ყოველთვის ემახსოვრებათ..

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო