„ნუთუ ჩვენი ასე ძალიან გეშინიათ?“ | აქტობე საქართველოში ვერ მოფრინავს
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ყაზახური „აქტობე“ გახლავთ. პირველი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და ხვალ, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება, მაგრამ „აქტობე“ მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ყაზახური პრესის ინფორმაციით, „აქტობეს“ ჩარტერული რეისი რამდენიმე საათია, საქართველოში გაფრენას ვერ ახერხებს. როგორც ირკვევა, ქართული მხარე, რეისის მიღებაზე უარს აცხადებს და ჯერჯერობით უცნობია, ეს გადაწყვეტილება რითაა განპირობებული.
„უკვე 7 საათია, ჩარტერული რეისი, რომელსაც აქტობეს ფეხბურთელები გადაჰყავს, საქართველოში გაფრენას ვერ ახერხებს. მიზეზი: ქართველები რეისის მიღებაზე თანხმობას არ აცხადებენ. ჩვენი მეტოქეები არასპორტულ მიზეზებს იყენებენ და ნუთუ ქართველებს თეთრ-წითლების ასე ძალიან ეშინიათ? ქართული სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი მშვენიერებით“, - ნათქვამია ყაზახური კლუბის გულშემატკივრების განცხადებაში.
View this post on Instagram
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულმა მხარემ „აქტობეს“ ფეხბურთელს, ანდერსონ ნიანგბოს ვიზა არ მისცა და იგი „ტორპედოსთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.