პსჟ, ლანსი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ლანსთან დინამიტის როლს შეასრულებს“ - Le Parisien კვარაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ლანსს უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს განკარგულებაში ტრავმების გამო დეზირე დუე და უსმან დემბელე არ არიან.

აქედან გამომდინარე, 100%-ით დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება.

სამწუხაროდ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 2 ტური ჩატარდა და ქართველი სუპერვარსკვლავი ორივე შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მატჩის წინ Le Parisien წერს:

„დემბელეს და დუეს არყოფნამ სხვა მოთამაშეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გამოჩნდნენ. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას. 2025/2026 წლების სეზონში ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ უეფა-ს სუპერ თასზე ტოტენჰემის წინააღმდეგ მოგვევლინა. მოსალოდნელია, რომ დღეს ქართველი დინამიტის როლს შეასრულებს.“

შეგახსენებთ, რომ დეზირე დუემ და უსმან დემბელემ ტრავმები საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მიიღეს და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან. დიდი ალბათობით დუე ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ დემბელეს ასპარეზობა გამორიცხულია. ცნობისთვის, პსჟ-სა და ლანსის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები