თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე
Aa
Aa

„თითო პერიოდში ორი წუთი უნდა ეთამაშა“ - სანაძე შენგელიას სამედიცინო პროტოკოლზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეოთხედფინალში გასვლით აქამდე არნახული შედეგი აჩვენა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ დუდა სანაძე, რომელმაც თავისი მთავარი პლუსები კარგად წარმოაჩინა და პერიმეტრიდან საკმაოდ წარმატებით ისროდა, რის შემდეგაც ისტორიაში შევიდა და ევრობასკეტებზე ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე მეტი სამქულიანის ავტორი გახდა.

გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, სანაძემ ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგების გარდა, ტურნირის მსვლელობისას თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმ სამედიცინო პროტოკოლზე ისაუბრა, რომელიც მას ექიმების რეკომენდაციით ბოლომდე უნდა დაეცვა.

დუდა სანაძე

თორნიკე ესპანეთიდან სპეციალურად მისთვის შედგენილი სამედიცინო პროტოკოლით ჩამოვიდა, სადაც ეწერა, რომ თითო პერიოდში მხოლოდ ორი წუთი უნდა ეთამაშა. ამის გაგებისას ყველას გაგვეცინა და მივხვდით, რომ ამ ყველაფრის ბოლომდე შესრულება თოკოს მხრიდან უბრალოდ გამორიცხული იყო.

მზადების პროცესში ბევრი პრობლემა შეგვექმნა. მარტო შენგელიას გამოკლებაზე არ არის საუბარი. მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩი იყო ისეთი, სადაც სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ ერთად ასპარეზობა შეძლეს. ამხანაგურ მატჩებში განცდილი მარცხების გამო, ჩვენს მიმართ ნეგატიური მოლოდინი იყო, რამაც მოტივაცია გაგვიორმაგა და ვაჩვენეთ ის შედეგი, რითაც ყველა ბედნიერები ვართ.

ცნობისათვის, დუდა სანაძემ ევრობასკეტზე შვიდ შეხვედრაში ითამაშა და საერთო ჯამში 72 ქულასთან ერთად, 15 მოხსნა და 10 პასი დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: “მსაჯების გამო არ წაგვიგია, ჩემი გუნდით ვამაყობ“
შენგელია: “მსაჯების გამო არ წაგვიგია, ჩემი გუნდით ვამაყობ“