საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

 საქართველოს 16-წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულა და მასპინძლებს დიდი ანგარიშით სძლია – 3:0.

გუნდმა ბაქოს ოლიმპიური სტადიონის სარეზერვო მოედანზე მასპინძელ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში 16-წლამდელები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ – 0:1.

მეორე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე დემეტრე ქურასბედიანმა გახსნა, მალევე (25-ე წუთზე) სხვაობა ორამდე ალექსანდრე ჩიქოვანმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ქურასბედიანმა პირველივე ტაიმში (37-ე წუთზე) დააფიქსირა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ნოემბერშიც გამართავს – 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შინ მოლდოვის 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

წყარო - 1TV სპორტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - სპორტინგმა ფამალიკაუს მოუგო
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - სპორტინგმა ფამალიკაუს მოუგო