პსჟ, კილიან მბაპე, ალ ჰილალი
Aa
Aa

პსჟ თანახმაა - მბაპემ ალ ჰილალთან მოლაპარაკება დაიწყო

კილიან მბაპეს, „პარი სენ ჟერმენის“ და „ალ ჰილალის“ საკითხი გრძელდება. მსოფლიო მედია აჭრელდა იმ ინფორმაციით, რომ პსჟ არაბული კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა.

„ალ ჰილალის“ ხელმძღვანელობა პარიზულ გრანდს კილიანის სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს უხდის. რა თქმა უნდა, ეს თანხა ნასერ ალ-ხელაიფისთვის მისაღებია და ტრანსფერის განხორციელებას დათანხმდა. ჯერი ახლა თავად ფეხბურთელზეა.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com წერს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ალ ჰილალთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას განიხილავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სუპერვარსკვლავს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და მისი გეგმა 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში“ წასვლა იყო.

ამ სიტუაციას „სამეფო კლუბი“ აკვირდება და მბაპეს „ალ ჰილალში“ გადასვლის წინააღმდეგი არ არის. AS-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესისთვის გეგმები არ იცვლება, რადგან არაბული გუნდი კილიანს 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს და 2024 წელს მას „რეალში“ გადასვლა თავისუფლად შეეძლება.

ცნობისთვის, „ალ ჰილალი“ კილიან მბაპეს 1-წლიან კონტრაქტში ანაზღაურების სახით 700 მილიონ ევროს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ ტკივილები აქვს - პოგბა მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს
ისევ ტკივილები აქვს - პოგბა მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს