ბაიერნი, სადიო მანე
Aa
Aa

მანე ჟურნალისტს: “ყოველდღე მკლავთ და ახლა ინტერვიუ გინდათ?“

ამ მომენტისთვის, მიუნხენის „ბაიერნი“ წინასასეზონო მომზადებას გადის. გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. ამის პარალელურად საუბარი წამსვლელ ფეხბურთელებზეც მიდის.

საკმაოდ ბევრი იწერება სადიო მანეს შესახებ, რომელსაც კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში უწინასწარმეტყველებენ. ჯერჯერობით არავინ იცის რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

სენეგალელი ფეხბურთელი სპორტ კომპლექსიდან გამოდიოდა რა დროსაც მას ჯერ გულშემატკივარი შეხვდა და შემდეგ ჟურნალისტი, რომელსაც რამდენიმე კითხვის დასმა სურდა.

ჟურნალისტმა თავდაპირველად მანეს ჰკითხა შეიძლებოდა, თუ არა მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა, რაზეც „ბაიერნის“ შემტევმა უპასუხა:

„თქვენ მე ყოველდღე მკლავთ და ახლა ინტერვიუ გინდათ?“

რა თქმა უნდა, რთულად გასაგებია რას გულისხმობს მანე, რადგან სპორტულ მედიაში მასზე კრიტიკული სტატიები იშვიათად იწერება. შესაძლოა სადიო მისი ტრანსფერის დეტალებს გულისხმობდა და თუ ეს ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუდის არაბეთის ინტერესი სიცრუეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები