იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

ისევ ტკივილები აქვს - პოგბა მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსი“ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს გადის.

რა თქმა უნდა, „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში პოლ პოგბაც იმყოფება, რომელსაც წინა სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ პოგბა მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს.

რა თქვა ალეგრიმ?

„პოლი მოსამზადებელ პერიოდში არცერთ მატჩში არ იქნება, რადგან გუნდთან ერთად საერთოდ არ უვარჯიშია. ის კვლავ რეაბილიტაციის პროცესშია და ტკივილები მაინც აწუხებს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ გარისკვა არ ღირს.

კარგად მახსოვს, გასულ სეზონში იყო შემთხვევები, როდესაც პოგბას რეაბილიტაცია წინ წავიდა, მაგრამ  შემდეგ ყველაფერი შეფერხდა. ახლა ის სათამაშოდ არ არის. ვფიქრობ, სათამაშო წუთებს ის კიდევ 1 თვე ვერ მიიღებს.“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დაწყების წინ, ფრანგ ნახევარმცველს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი იმაზე ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მედიკოსები ვარაუდობდნენ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული თანხა მბაპეს სანაცვლოდ | ალ-ჰილალის ოფიციალური წინადადება პსჟ-ს
რეკორდული თანხა მბაპეს სანაცვლოდ | ალ-ჰილალის ოფიციალური წინადადება პსჟ-ს