ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„ჩემი და ილიას ჩხუბი გამორიცხულია“ - ჭიკაძე თოფურიაზე, მერაბზე და კონორზე

UFC-ის კატეგორიის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე გუშინ USADA-ს დაჯილდოებას დაესწრო, სადაც ადგილობრივ ჟურნალისტებსაც გაესაუბრა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო.

რას ამბობს ჭიკაძე ინტერვიუში:

ჩემთვის კარგი იქნება თუ სექტემბერში, ან ოქტომბერში ვიჩხუბებ, თუმცა არც აგვისტო იქნება ცუდი. როდესაც დაბრუნებას ვგეგმავდით, რამდენიმე ვარიანტს ვამოწმებდით, იყო რამდენიმე სახელი, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ქართველი მებრძოლების ბოლო შეხვედრები: ორი კვირის წინ ილია თოფურიამ ჯოშ ემეტის წინააღმდეგ საოცარი პერფორმანსი აჩვენა და მისით ძალიან ვამაყობ. გურამსაც კარგი ბრძოლა ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ მესამე რაუნდში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ისურვებდა. თუმცა, ის შეხვედრა საღამოს საუკეთესო ბრძოლა იყო და საკუთარი თავით უნდა იამაყოს ისე, როგორც მე ვამაყობ მისით და ზოგადად, ყველა მებრძოლით. შეხედეთ ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ სამი მილიონი ვართ და UFC-ში ტოპ 5 მებრძოლს შორის ორი ბიჭი გვყავს, ტოპ 10-ში კი 4 და მჯერა, რომ მალე ჩემპიონებიც გვეყოლება, მათით ძალიან ამაყი ვარ.

ვიჩხუბებ, თუ არა თოფურიასთან ტიტულისთვის? არასდროს. მე და ილია ერთმანეთს არასდროს შევხვდებით. ეს გამორიცხულია.

მერაბი აუცილებლად იქნება შემდეგი ჩემპიონი. ალჯო მალე გადავა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მერაბი ავტომატურად გახდება ჩემპიონი.

ალჯოს და ომალის ბრძოლა? ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ჩემთვის, როგორც სტრაიკერისთვის საინტერესოა იმის ყურება, როგორ იჩხუბებს სუფთა სტრაიკერი შედარებით სრულყოფილ მებრძოლთან. ომალი მაღალი ბიჭია, მისი სტილი ძალიან ჰგავს ჩემს სტილს... ველოდები ამ ბრძოლას და მაინტერესებს რა მოხდება. მჯერა, ალჯო ძალიან სრულყოფილია, თუმცა, არ გამიკვირდება, თუ შონ ომალი ამ ბრძოლას მოიგებს.

კონორის და ჩენდლერის შეხვედრა? 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ბრძოლა შედგება. არ ვიცი, რატომ არ გამოცხადდა USADA-ში და რატომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება. არ მგონია, რომ ის დაბრუნდება. მისი „ქამბექის“ ნახვა მინდა, კარგი იქნება თუ დაბრუნდება, რადგან ზოგადად სპორტისთვის დიდი სახელია, საინტერესო ფიგურაა და მხიარულებასაც იწვევს, სპორტი ამითაც იზრდება.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბოლოს 2022 წლის იანვარში წარსდგა და ამერიკელ კელვინ კატართან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. „ქართველი ნინძა“ ამ დრომდე ახალი მეტოქის ძიებაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“ | ემეტი თოფურიასთან ჩხუბზე
„მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“ | ემეტი თოფურიასთან ჩხუბზე