პოჩეტინო: "მას ტიტულები ჯერ არ მოუგია, თუმცა ის ჯერ კიდევ აქაა"
ლონდონის „ტოტენჰემის“ არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ Sky Sport-თან ინტერვიუში, გუნდიდან ჰარი კეინის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გაშვებას არ აპირებს.
„ჰარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მასზე ბევრი ადამიანი საუბრობს. ზოგიერთი ამბობს, რომ კეინის შესანარჩუნებლად ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ტიტულები. როგორც ხედავთ, ის ჯერაც აქაა. ის ჩვენიანია. მას უყვარს „ტოტენჰემი“. იგი აქ დიდი ხნით დარჩენას გეგმავს. ხალხი მის შრომას ხედავს და აფასებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მას ტიტულები ჯერ არ მოუგია, თუმცა ის ჯერ კიდევ აქაა“.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინით სერიოზულად ინტერესდება მადრიდის „რეალი“, რომელიც კარიმ ბენზემას შემცვლელის ძიებაშია.
ესპანური პრესის ვარაუდით, სამეფო კლუბი „ტოტენჰემს“ სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინადადებით მიმართავს.