ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას ბენეფისი | კრიტიკოსებს 27 ქულით უპასუხა

2023 წლის NBA-ის დრაფტის პირველმა ნომერმა, ვიქტორ ვემბანიამამ საზაფხულო ლიგაზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. „სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელს დებიუტი „შარლოთ ჰორნეთსთან“ ჰქონდა და 9 ქულასა და 8 მოხსნას დასჯერდა, რის შემდეგაც ბევრმა გააკრიტიკა. ვემბანიამამ კრიტიკოსებს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ უპასუხა და ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა.

ფრანგმა კალათბურთელმა პარკეტზე თითქმის 27 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 27 ქულა, 12 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრაა. ვემბანიამამ 14-დან 9 ბურთი ჩააგდო, 12-დან 7 საჯარიმო სროლა გამოიყენა და 12-დან 4 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა. ვემბანიამა „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო იყო, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ „პორტლენდის“ კალათბურთელს, მაიკლ დევოს ჰქონდა - 29.

აღსანიშნავია,რომ ვემბანიამას დომინაცია საკმარისი არ აღმოჩნდა და „სან ანტონიო“ მაინც დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა 80 ქულა ჩააგდო, მეტოქისგან კი 85 ქულა მიიღო. საზაფხულო ლიგაზე, ეს ტექსასელთა პირველი წაგებაა და მომდევნო შეხვედრას 12 ივლისს, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი უელსთან - 20-წლამდე ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას შეხვდებიან
მარცხი უელსთან - 20-წლამდე ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას შეხვდებიან