ტაისონ ფიური, ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

სუპერბრძოლა ახლოვდება? უსიკი ფიურისთან ბრძოლას დათანხმდა

მალე, დიდი ალბათობით, კრივის სამყარო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლას იხილავს. მძიმე წონაში, WBA, IBF და WBO-ს ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონი, ალექსანდრ უსიკი ტაისონ ფიურისთან ბრძოლას დათანხმდა.

უკრაინელის მოკრივის მენეჯერმა, ეგის კლიმასმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ უსიკმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

რას ამბობს კლიმასი:

დიახ, ყველას გვინდა, რომ ეს ბრძოლა შედგეს. მინდა მადლობა გადავუხადო სარეკლამო კომპანია Skill Challenge Promotions-ს ამ ბრძოლის ორგანიზებაში გაწეული ძალისხმევისთვის. მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ყველაფერი ხელმოწერილი და დამოწმებულია უსიკის გუნდის მიერ.

ალექსანდრე უსიკმა ბოლოს 2022 წლის აგვისტოში, ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. უკრაინელმა მოკრივემ პროფესიულ კარიერაში 20 ბრძოლა გამართა და ოცივეში გიმარჯვა.

რაც შეეხება ტაისონ ფიურის, 38 წლის მოკრივემ ბოლოს თანამემამულე დერეკ ჩისორასთან გასული წლის დეკემბერში იჩხუბა და მეტოქე მე-10 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რითაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვა. კარიერაში ბრიტანელი მოკრივის ანგარიშზე 34 ბრძოლა ფიქსირდება, სადაც 33-ში გაიმარჯვა, ერთიც კი ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩრევანში - უსიკმა ჯოშუას მეორედაც მოუგო და ტიტული დაიცვა
მატჩრევანში - უსიკმა ჯოშუას მეორედაც მოუგო და ტიტული დაიცვა