ბენფიკა
Aa
Aa

ოფიციალურად - დი მარია ბენფიკას ფეხბურთელია

ანხელ დი მარიამ საუდის არაბეთს უარი უთხრა. არგენტინელ შემტევს მაგიდაზე მიმზიდველი წინადადება ედო, მაგრამ ევროპაში დარჩენა არჩია.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დი მარია „ბენფიკაში“ დაბრუნდებოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. ეს ინფორმაცია ლისაბონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. ანხელმა 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, დი მარიას პირველი ევროპული კლუბი „ბენფიკა“ იყო, სადაც 2007 წელს გადაბარგდა და 2010 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ლისაბონური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 121-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, 35 წლის არგენტინელის წინა კლუბი „იუვენტუსი“ იყო, სადაც 1 სეზონი დაყო. ამ პერიოდში, დი მარიამ „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში 40 მატჩს, 8 გოლს და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“ - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი
“მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“ - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი