ტოტენჰემი, ჰარი კეინი
Aa
Aa

The Guardian: კეინმა ტოტენჰემს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

დიდი ხანია მიუნხენის „ბაიერნს“ ჰარი კეინის გადაბირება სურს. მეტიც, BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ ინგლისელ თავდამსხმელთან პირადი დეტალები შეათანხმა.

ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, „დეზებს“ საკუთარი ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება, რომ „ტოტენჰემმა“ კეინს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

წყარო ზუსტ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ ჰარი ახლა კვირაში 200 000 ევროს გამოიმუშავებს და ახალი ხელშეკრულება გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მოიცავს, თუმცა კეინმა პირდაპირ უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მას არ გაყიდიან, შემდეგ წელს უფასოდ გაშვება მოუწევთ, რაც „დეზების“ გეგმებში ნამდვილად არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე“ - მარტინესი მესისა და ფინალზე
„არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე“ - მარტინესი მესისა და ფინალზე