სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA-ში რჩება - მამუკელაშვილმა სან ანტონიოსთან კონტრაქტი გააფორმა

ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო მამუკელაშვილს კარიერა თურქეთში გაეგრძელებინა საბედნიეროდ არ გამართლდა და „მამუ“ NBA-ში რჩება.

მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარი გახლავთ. სანდრო გრეგ პოპოვიჩის გუნდში „მილუოკიდან“ გადასვლის შემდეგ, ახალბედას კონტრაქტით თამაშობდა, რომელიც „ბაქსში“ გადასვლის დროს ჰქონდა გაფორმებული.

NBA-ს გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მამუკელაშვილს ხსენებული ხელშეკრულება ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისთვის ახალ კონტრაქტზე პირველი შეთავაზების გაკეთების უფლება „სან ანტონიოს“ ჰქონდა, რომელმაც ბოლო მომენტში ეს გამოიყენა.

უკვე ოფიციალური ინფორმაციით, მამუკელაშვილს 1-წლიანი გარანტირებული კონტრაქტი ექნება, რის განმავლობაშიც ის ანაზღაურების სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძლიერი გუნდები მსოფლიოზე | რომელზეა საქართველო FIBA-ს რეიტინგში
ყველაზე ძლიერი გუნდები მსოფლიოზე | რომელზეა საქართველო FIBA-ს რეიტინგში