მამუკელაშვილი თურქეთში? | სანდრო თავისუფალი აგენტი გახდება
„სან ანტონიო სპურსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდება. ეს ინფორმაცია ტექსასურ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, პოლ გარსიამ ახლახან გაავრცელა და დეტალებზე დაწერა.
„სპურსს“ შეეძლო, „მამუსთვის“ კვალიფიციური წინადადებით მიემართა და გუნდში დაეტოვებინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, რაც ნიშნავს, რომ 1-ელ ივლისს, თბილისის დროით, 02:00-ზე, სანდრო თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს შეეძლება, მათ შორის „სან ანტონიოსაც“, და მამუკელაშვილს ევროპული ვარიანტიც აქვს.
Looks like the Spurs didn’t tender qualifying offers to Sandro Mamukelashvili and Romeo Langford yesterday.
— Paul Garcia (@PaulGarciaNBA) June 30, 2023
Both players will become unrestricted free agents at 6 pm et today.
SA free agents:
Restricted: Jones, Barlow, Champagnie
Unrestricted: Mamu, Romeo, KBD, Dieng
როგორც ირკვევა, ქართველი კალათბურთელის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თურქული კლუბები აკვირდებიან. თურქული პრესის ინფორმაციით, „მამუთი“ „ანადოლუ ეფესი“ სერიოზულადაა დაინტერესებული, „ფენერბაჰჩე“ კი მზადაა, „ანადოლუ ეფესს“ კონკურენცია გაუწიოს.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.