გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა NBA-ში რჩება - ორლანდო მეჯიქმა ბითაძეს ხელშეკრულება გაუგრძელა

გოგა ბითაძე 2023/24 წლების სეზონს „ორლანდო მექიჯის“ რიგებში გაატარებს. NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის კლუბმა ქართველ ცენტრს ორწლიანი კონტრაქტის მეორე ნახევარი გაუგრძელა.

„ორლანდო“ ბითაძეს ახალი სეზონიდან წლიურად 2.1 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ბითაძე „ორლანდოს“ რიგებში გასული სეზონში თებერვალში გადავიდა და 17 შეხვედრა ჩაატარა. მისი საშუალო შედეგი ასეთია: საშუალოდ მატჩში 15 წუთი, 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 გადაცემა, 0.4 ჩაჭრა და 0.9 დაფარება იყო.

„ორლანდოს“ პირობების თანახმად ბითაძე ივნისის ბოლომდე უნდა დაემატებინა, თუ ამას არ გააკეთებდნენ გოგას დამატების უპირატესი უფლება „ინდიანას“ გადაეცემოდა. როგორც ჩანს, „მეჯიქი“ ქართველ ცენტრზე ახალი სეზონისთვის იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე 25 აგვისტოდან საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიდერლანდელთა მთელი დაცვის ხაზი მოატყუა“ | ESPN-მა ზურიკო გამოარჩია
„ნიდერლანდელთა მთელი დაცვის ხაზი მოატყუა“ | ESPN-მა ზურიკო გამოარჩია