კრის პოლი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ჯორდან პული
Aa
Aa

სტეფი, სიპი3 და კლეი | კრის პოლი გოლდენ სტეიტში მიდის

კრის პოლს ახალი გუნდი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ, „სიპი3“ „ფინიქს სანსის“ ღირსებას იცავდა. არიზონელებმა იგი „ვაშინგტონ უიზარდსში“ გაუშვეს და სანაცვლოდ ბრედლი ბილი მიიღეს, ახლა კი მისი გაცვლა „უიზარდსმა“ გადაწყვიტა.

NBA-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, პოლი „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ მიდის. „გოლდენ სტეიტი და „ვაშინგტონი“ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

პოლის სანაცვლოდ „უორიორსი“ ჯორდან პულსა და დრაფტის პიკებს თმობს. „უიზარდსი“ 2030 წლის პირველი რაუნდის დაცულ პიკსა და 2027 წლის მეორე რაუნდის პიკს მიიღებს. „გოლდენ სტეიტში“ უკანახაზელების საოცარი ტრიო შეიქმნება და მომდევნო სეზონში „უორიორსის“ მაისურით კლეი ტომპსონს, კრის პოლსა და სტეფ კარის ვიხილავთ.

ცნობისთვის, პოლმა გასულ სეზონში მონაწილოება 59 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 13.9 ქულას, 8.9 შედეგიან გადაცემა, 4.3 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. პულს რაც შეეხება, მისი საშუალო მონაგარი 20.4 ქულა, 2.7 მოხსნა და 4.5 ასისტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და: კრიშტიანუ არ უნდა დაბადებულიყო, დედა აბორტს გეგმავდა...
რონალდუს და: კრიშტიანუ არ უნდა დაბადებულიყო, დედა აბორტს გეგმავდა...