არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მესი: „2026 წლის მუნდიალზე არ ვითამაშებ“

არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ Titan Sports-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ გეგმავს. 36 წლის არგენტინელს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ამბობს, რომ ეს თითქმის გადაწყვეტილი აქვს.

რა თქვა მესიმ:

ვითამაშებ, თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? ვფიქრობ, რომ არა. ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვნახავ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ სავარაუდოდ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ ვითამაშებ.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამასთან, ლეომ მონაწილეობა მიიღო 2006, 2010, 2014 და 2016 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზეც. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონობასთან ახლოს 2014 წლის მუნდიალზეც იყო, თუმცა არგენტინის ნაკრები ფინალურ მატჩში გერმანიასთან დამატებით დროში 1:0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100 მილიონსაც გადავიხდით“ - ბაიერნის მფლობელმა ოსიმენზე მიანიშნა?
„100 მილიონსაც გადავიხდით“ - ბაიერნის მფლობელმა ოსიმენზე მიანიშნა?