კილიან მბაპე
Aa
Aa

„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება

ფრანგულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ-მ გუნდის ლიდერი, კილიან მბაპე ტრანსფერზე დააყენა და დიდი ალბათობით, ზაფხულში პარიზულ გუნდს დატოვებს.

ამის მიზეზი, მბაპეს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კლუბს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

მბაპეს არჩევანს მედიაში სხვადასხვა სახის სპეკულაციები მოყვა, რის გამოც ფეხბურთელს განმარტების გაკეთება მოუწია.

რას ამბობს მბაპე:

კლუბის მენეჯმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, 2022 წლის 15 ივლისს გადაეგზავნა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების პუნქტი არ გააქტიურდებოდა. წერილი გაიგზავნა მხოლოდ იმის დასადასტურებლად, რაც მანამდე ზეპირად იყო ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფეხბურთელმა ბოლო წუთებში პსჟ-სთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა და მისი „რეალში“ გადასვლაც ჩაიშალა. ახლა კი პსჟ-ს ორი ვარიანტი აქვს: ან ფეხბურთელი ამ ზაფხულს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდოს, ან მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანი: „მწვრთნელობა უფრო დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა“
ზიდანი: „მწვრთნელობა უფრო დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა“