კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ანჩელოტი რასიზმზე: ვერ ვიტან, რომ სტადიონი ყველაზე მტრულ გარემოდ იქცა

კარლო ანჩელოტიმ ესპანურ ფეხბურთში არსებულ რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.

ანჩელოტიმ ვინისიუსის მიმართ არსებულ აგრესიაზე და ბოლო წლებში დაგროვილ ინციდენტებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, რასიზმი სერიოზული პრობლემაა. ვერ ვიტან, რომ სტადიონი ყველაზე მტრულ გარემოდ იქცა. ვერ შევეგუები ამ სიძულვილის ატმოსფეროს - კანის ფერის, რელიგიის, მოთამაშის თუ მწვრთნელის ეროვნების გამო.

ინგლისში ოთხი წლის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფა ადამიანის მიმართ არ მახსენდება. დიახ, იყო სტვენაც, სიმღერებიც კი, მაგრამ არც ერთი შეტევა პიროვნებაზე. სიძულვილს უნდა ებრძოლო, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“.

- იქნებ პირველ რასისტულ შეურაცხყოფაზე გუნდებმა თამაში უნდა შეწყვიტონ?

„დიახ, ეს შეიძლება გამოსავალი იყოს. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სასჯელი არ არის. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები წესებში. მოედანზე არის მსაჯი, რომელსაც შეუძლია და უნდა ჩაერიოს.

ესპანეთში, ვინისიუსის საქმის შემდეგ, პროგრესი დაიწყო“.

- განაცხადა ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანგისა: „ბრწყინვალე მწვრთნელი და დიდებული კაცი დავკარგეთ“
ანგისა: „ბრწყინვალე მწვრთნელი და დიდებული კაცი დავკარგეთ“