ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო არ თვლის, რომ რეალთან ვალშია და ლიგის მოგება მართებდა

„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ მიიჩნევს, რომ კლუბის წინაშე ჩემპიონთა ლიგის ტიტულით ვალშია.

პორტუგალიელი მადრიდელებს 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა და სამი ტიტული მოიგო - ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი ნახევარფინალამდე მიდიოდა.

გრძნობთ თუ არა, რომრეალისვალი გაქვთ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის სახით?

„არა. „მადრიდში“ ორი სხვადასხვა პერიოდი მაქვს, პირველი 2013 წელს დასრულდა. ჩვენ მოვიგეთ ის, რაც მოვიგეთ და წავაგეთ ის, რაც წავაგეთ. ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ყველაფერი დასრულდა - ეს თავი დახურულია. წარსულთან არანაირი კავშირი არ არის. ეს უბრალოდ ორი სხვადასხვა პერიოდია „რეალის“ ისტორიაში.

2010 წლისთვის ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვერ ვხვდებოდით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ვერ ვთამაშობდით ნახევარფინალებში.

ახლა კი ეს ის „რეალია“, რომელმაც ბოლო წლებში არ ვიცი რამდენი ჩემპიონთა ლიგა მოიგო? ექვსი, შვიდი თუ რვა? ეს ორი სხვადასხვა პერიოდია, მაგრამ ეს ჩემს აზროვნებას არ ცვლის.

თუ მკითხავთ, გამიხარდებოდა თუ არა „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაშინ, რა თქმა უნდა, დიახ. რა თქმა უნდა! მაგრამ ეს საერთოდ არ უკავშირდება იმას, რომ ეს ადრე ვერ შევძელი“. - განაცხადა მოურინიომ.

„რეალი" დღეს ღამით, ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში მოურინიოს ყოფილ კლუბს მილანის „ინტერს" უმასპინძლებს. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები