„იმედი მაქვს, ჯილდოს პსჟ-ს ფეხბურთელი მოიგებს“ - მარკინიოსმა ოქროს ბურთზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა, მარკინიოსმა ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჯილდოს პსჟ-ს ფეხბურთელი მოიგებს. ჩემპიონთა ლიგაზე, ბრატისლავის „სლოვანთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარკინიოსს ჟურნალისტებმა ფავორიტის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ფეხბურთელმა ასე უპასუხა:
„ვიმედოვნებ, რომ ჯილდოს პსჟ-ს რომელიმე ფეხბურთელი მოიგებს. გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლებსაც შესანიშნავი სეზონები ჰქონდათ. კონკრეტულად ერთს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ თქვენ იცით, ვინ არიან სიის სათავეში. უკვე გაქვს სია? მე ვარ თუ არა? არ ვიცი. ვნახავთ. ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლებში ამ ჯილდოზე გუნდური თამაში დიდ გავლენას ახდენს. პარიზის მოთამაშეებს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. რამდენიმემ სანაკრებო ტურნირების ჩათვლით სრულყოფილი სეზონი ჩაატარა და მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ვიმედოვნებ, რომ ეს ვინმე პსჟ-დან იქნება.“
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდება.