კილიან მბაპე
Aa
Aa

„მთავარი ფავორიტი ვარ“ - მბაპემ ოქროს ბურთზე ისაუბრა

26 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად საუბრობენ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდო „ოქროს ბურთზე“ და მის მომავალ გამარჯვებულზე. ჩვენთვის სასიამოვნო გახლავთ ის ფაქტი, რომ მისი მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია ითვლება, თუმცა ასე არ თვლის კილიან მბაპე - მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ფავორიტად საკუთარი თავი დაასახელა.

კილიან მბაპე

როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში „რეალში“ ასპარეზობ, „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად ყოველთვის ითვლები. უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში და ამ ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატად მასახელებენ, რაც ძალიან მსიამოვნებს. ისიც სათქმელია, რომ გასულ ზაფხულს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში შევედი და კარგი წინათგრძნობა მაქვს, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. კარგი ის არის, რომ გამარჯვებული ხმის მიცემით ვლინდება.

იმის მიუხედავად მოვიგებ თუ არა „ოქროს ბურთს“, საკუთარ თავს მუდამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ამ პრიზის მოსაგებად ეს ჩემთვის ისეთი ხელსაყრელი წელია, როგორიც აქამდე არასოდეს მქონია, თუმცა ყველაფერი მაინც ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კაპიტნების გადასაწყვეტია.

ცნობისათვის, გასულ სეზონში კილიან მბაპე სამი პრესტიჟული ტურნირის, მსოფლიოს ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის გამოც მისი ერთ-ერთ ფავორიტად დასახელება, მიუხედავად იმისა, რომ ტიტული არ მოუგია, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბართიშვილი, კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა ტალანტები... - სვანაძე ლონდონურ გამოცემას ესაუბრა
ბართიშვილი, კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა ტალანტები... - სვანაძე ლონდონურ გამოცემას ესაუბრა