ოქროს ბურთი 2023: ნომინანტები, ფინალისტები - თარიღები ცნობილია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ როდის გაიმართება 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია. ასევე როდის გამოცხადდება ნომინანტების სია.
France Football-ი წერს, რომ 30 ოქტომბერს, პარიზში 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. იქამდე კი 6 ოქტომბერს ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტები დასახელდება.
ოქროს ბურთის ბოლო გამარჯვებული ქარიმ ბენზემაა, რომელიც თავის ჯილდოსთან ერთად გუშინ საუდის არაბეთში „ალ-იტიჰადის“ ქომაგების წინაშე წარდგა.
ამჟამად ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად ლეო მესი ითვლება.
„მესიმ ოქროს ბურთი შვიდჯერ მოიგო და სავარაუდოდ მას მერვედაც მოიგებს. ის ჯილდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების გამო მიიღებს“.
- წერს BBC-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე.
ოქროს ბურთის გადაცემასთან დაკავშირებით, 2022 წელს წესები შეიცვალა და ამიერიდან პრიზი არა კალენდარული წლის მიხედვით, არამედ კონკრეტულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემათ.
ოქროს ბურთი და Goal-ის მოწინავე ათეული - კვარა ფავორიტებშია
ხვიჩა კვარაცხელია Goal-ის სიაში მე-8 ადგილზე იმყოფება.
პრესტიჟული ჯილდოს მოგების ყველაზე კარგი შანსი ლიონელ მესის აქვს. მეორეზე „სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. მესამე კილიან მბაპეა, ხოლო მეოთხეზე ვინისიუს ჟუნიორი.
მე-5 პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის“ ლიდერი, კევინ დე ბრუინი აღმოჩნდა. მე-6 ადგილზე კვლავინდებურად ვიქტორ ოსიმენია, მე-7, მე-9 და მე-10 პოზიციები კი ქარიმ ბენზემას, რობერტ ლევანდოვსკისა და ხულიან ალვარესს უკავიათ.