ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

2030 წლამდე - დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ესპანეთის ნაკრები მთავარ მწვრთნელთან, ლუის დე ლა ფუენტესთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

ამის შესახებ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტმა, რაფაელ ლუსანმა განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას, ასე რომ, ის ჩვენთან კიდევ რამდენიმე წელი დარჩება. ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, შედეგები თავისთავად მეტყველებს. ესპანურ საზოგადოებას ის უყვარს და მისით აღფრთოვანებულია. მე მას გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა შევთავაზე, რაც სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ის ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს შორის არ შედიოდა. ახლა კი შევა“,

- თქვა ლუსანმა.

როგორც Marca იუწყება, დე ლა ფუენტესთან ახალი კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება გათვლილი. მწვრთნელთან მიმდინარე შეთანხმებას ვადა ევრო-2028-ის შემდეგ გასდის.

ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2022 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022/23 წლების სეზონში ერთა ლიგა, ევრო-2024 მოიგო და 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები