კილიან მბაპე, ოქროს ბურთი, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„ბავშვურია და ამის მოთხოვნა საცოდაობაა“ - დიუგარი მბაპეს აკრიტიკებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპეს სიტყვებზე - რომ, ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს - კომენტარი გააკეთა.

„რატომ არ შეიძლება მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს? გასულ სეზონში მან 44 გოლი გაიტანა, მოხსნა მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი. დღეს ვის შეუძლია თქვას, რომ ის მბაპეზე უკეთესია? თუნდაც ის არ იყოს იდეალური, თუნდაც ის არ გამხდარიყო ჩემპიონი და არ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი, ეს ინდივიდუალური ჯილდოა და მას უფლება აქვს, თავისი შანსები დაიცვას.

ეს იყო სეზონი, რომელშიც არცერთი მოთამაშე ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ამიტომ საბოლოო მსჯელობის გამოტანა რთულია. არცერთ მოთამაშეს არ მოუგია ყველაფერი - არც ინდივიდუალურად და არც გუნდის შემადგენლობაში. არავის უჩვენებია იმდენად ბრწყინვალე თამაში, რომ თავისი გამარჯვება წინასწარ გადაწყვეტილი გაეხადა.

ვფიქრობ, მბაპე ამ ჯილდოს იმსახურებს. ის არ ამბობს, რომ ყველაფერს მიაღწია, ან რომ საუკეთესოა. ის თავის პოზიციას იცავს და ეს ერთი მხარეა. მაგრამ ამის ასეთი ფორმით განცხადება ჩემს გაგებას აღემატება. ეს ზედმეტად ბავშვურია, საცოდაობაა - ითხოვდე ინდივიდუალურ ჯილდოებს მაშინ, როცა არ მოგიგია საჩემპიონო ტიტული, ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი. ეს სრულიად უადგილოდ მიმაჩნია.

უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ დღეს ფეხბურთი სულ უფრო ინდივიდუალისტური ხდება და ეს ჩემში ზიზღს იწვევს. ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბრის ნაცვლად, გუნდზე უნდა ილაპარაკო, იმაზე, თუ როგორ გაინაწილო წარმატება და იმ ტიტულებზე, რომელთა ერთად მოგებაც გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით.

მიუხედავად ამისა, მე მაინც მესმის, რომ ის საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს, თუმცა მთლიანობაში ამ მიდგომას არ ვეთანხმებოდე“,

- განაცხადა დიუგარიმ RMC Sport-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები