ნაპოლი, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

ანგისა: „ბრწყინვალე მწვრთნელი და დიდებული კაცი დავკარგეთ“

„ნაპოლის“ფეხბურთელმა ფრანკ ზამბო ანგისამ Marca-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლიმ“ დიდებული კაცი და ბწყინვალე მწვრთნელი დაკარგა, რომელსაც ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.

„ბედნიერი ვარ, სკუდეტოს მოგება დავიმსახურეთ. მადლობა ქომაგებს, მადლობა ოჯახს, ვინც მხარს მიჭერდა და იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ოცნება ამესრულებინა. ეს სიგიჟე იყო, ქომაგები ფეხბურთისთვის ცხოვრობენ და ყველა გვქომაგობდა.

სპალეტის წასვლით დამწუხრებული ვარ. ბრწყინვალე მწვრთნელი და დიდებული კაცი დავკარგეთ. ძალიან კარგი ადამიანია, ფეხბურთელებზე ზრუნავდა, ჩვენთან ბევრს საუბრობდა, მას კარგი ხასიათი აქვს. მის არჩევანს პატივს ვცემთ. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ რაც მან დატოვა, დიდებულია“.

27 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა, 1/4-ფინალის ორმატჩიან დაპირისპირებაში „ნაპოლი“ „მილანთან“ 1:2 დამარცხდა.

„გაბრაზებულები ვიყავით, ფინალშის გასვლის შესაძლებლობა გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულზე ფიქრია, მომავალში პროგრესი შეგვიძლია“.

კამერუნელმა ფეხბურთელმა 2022-23 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით „ნაპოლისთვის“ 45 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმებასთან ახლოს არიან - Corriere dello Sport-ი ხვიჩას ახალ კონტრაქტზე
შეთანხმებასთან ახლოს არიან - Corriere dello Sport-ი ხვიჩას ახალ კონტრაქტზე