ინტერ მაიამი
Aa
Aa

„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ

ლეო მესიმ თავისი მომავლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და ესპანურ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც ექსკლუზიურად ბევრ თემას შეეხო:

„თავს კარგად ვგრძნობ, მშვიდად ვარ, სეზონი უკეთ დავასრულე. ეს უცნაური სეზონი იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი სეზონის შუა ნაწილში ჩატარდა. ახლა სანაკრებო მატჩებზე და არდადეგებზე ვფიქრობ.

არ მინდოდა იგივე ტკივილი გამომევლო, რაც პირველ ჯერზე

„რა თქმა უნდა, ბარსა მენატრებოდა. განსაკუთრებით რთული პირველი წელი იყო. ბარსელონას მატჩებს თვალს ვადევნებდი. სიმართლე გითხრათ რაც ჩავი მწვრთნელად დაინიშნა, მას შემდეგ მას ხშირად ვესაუბრებოდი, ვლაპარაკობდით მატჩებზე და ბევრ თემაზე.

რაც შეეხება დაბრუნების შესაძლებლობას, მე ეს ძალიან მინდოდა და ძალიან აღელვებული ვიყავი, როცა ამის შანსი გაჩნდა, მაგრამ მეორეს მხრივ, იმის შემდეგ, რაც წასვლისას განვიცადე, არ მინდოდა იგივე სიტუაცია გამომევლო. დაველოდე რა მოხდებოდა, ასე ვთქვათ, ჩემი მომავალი სხვის ხელში დავტოვე. მინდოდა გადაწყვეტილება მიმეღო, მეფიქრა საკუთარ ოჯახზე. როცა გავიგე, რომ ამბობდნენ ლა ლიგამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩემი დაბრუნება შემდგარიყო, აქ ასევე ბევრი რამ იყო, რაც ასევე მოსაგვარებელი გახლდათ. გავიგე, რომ ბარსას საამისოდ მოთამაშეები უნდა გაეყიდა, სხვებისთვის ხელფასები დაეკლოთ. სიმართლე ისაა, რომ მე ამის გავლა არ მინდოდა, ამის ხარჯზე და ამ გზით დაბრუნება არ მინდოდა. ან რაიმეს მოპოვებაზე პასუხისმგებლობა, რაც ამ ყველაფერთან დაკავშირებული იყო.

მე უკვე ისედაც ბევრ რამეში დამადანაშაულეს, რაც მართალი არ იყო. ჩემს ბარსელონურ კარიერაში უკვე ცოტათი დაღლილი ვიყავი და არ მინდოდა ამ ყველაფრის გავლა. არ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ხელახლა გამევლო. მახსოვს, როცა პარიზში ჩავედით და ოჯახთან ერთად სასტუმროში მომიხდა დარჩენა. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ლოდინი აღარ მსურდა“.

ბარსას პოზიცია, ჩავის საუბრები, ლა ლიგა...

„ცოტა ყველაფერი მოვისმინე. რაც ითქვა, რაც ჩავიმ თქვა... მაგრამ ყველაფერი ასე არ იყო. ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი (99%) ჩემს ხელთ იყო, თუმცა ასე არ ყოფილა. ლა ლიგა თქვა OK, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ იყო. ამას ბევრი რამ აკლდა. ეს იყო გრძელი ზაფხული, რომლის გამეორებაც არ მინდოდა. ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე. მინდოდა ჩემს მომავალზე მშვიდად მეფიქრა. ყველაფერი დავგეგმე ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო“

პრესა და ინფორმაციის გაჟონვა, ჭორები

დიდი ზეწოლა არ მიგრძნია. დიახ, ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ არ ვიცი საიდან. იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ყველგან ჩემს ფოტოს ათავსებდნენ, საუდის არაბეთშიც კი გადამიყვანეს. ამიტომ ვფიქრობდი იმაზე, რაც ვიცოდი“.

ლაპორტა და ჩავი

„ლაპორტასთან ძალიან ცოტა ვისაუბრე. მხოლოდ ერთი-ორჯერ. ჩავისთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია. მასთან ასევე ჩემი დაბრუნების შესაძლებლობაზე ვისაუბრე. ძალიან ვღელავდი, როცა ამის რეალური შანსი ჩნდებოდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, სურდა თუ არა კლუბს ჩემი დაბრუნება და იქნებოდა, თუ არა ეს გუნდისთვის კარგი. მე და ჩავი ხშირად ვსაუბრობდით“.

კამპ ნოუ, ქომაგები, მონატრება... და მესის სურვილი

„დიახ, ვხედავდი როგორ სკანდირებდნენ ქომაგები კამპ ნოუზე ჩემს სახელს. კლუბიდან წასვლა უცნაურად მომიწია. მინდა, რომ მეც ისეთივე გაცილება მქონდეს, როგორიც ბუსის, ჟორდის, ჩავის და ინიესტას. კარგი იქნება, თუ მეც ასე წავალ. მინდა, რომ ქომაგებს დავემშვიდობო. ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად უცნაური იყო ჩემი სახელის კამპ ნოუზე სკანდირება, როცა მე იქ არ ვიყავი“.

ეკონომიკური საკითხები, ბარსელონაში უფასოდ თამაშის პერსპექტივა

„სიმართლე ისაა, რომ ჩემთვის ფული მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. არც პრობლემა და დაბრკოლება. ბარსელონასგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ეს ოფიციალური არ ყოფილა. ფულზე საუბარი არც კი გვქონია. ფულზე, რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ საუდის არაბეთში ან სადმე სხვაგან წავიდოდი“.

ყველაფერი გააკეთა, თუ არა ბარსამ...

„სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მათ ჩემს დასაბრუნებლად ყველაფერი იღონეს, თუ არა. მე ვიცი ის, თუ რაზე ვესაუბრებოდი ჩავის. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათ ლა ლიგისგან ნებართვა აიღეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა, კიდევ ბევრი დეტალი იყო. ბევრი რამ აკლდა. კლუბს 100%-ით არ შეეძლო, რომ ჩემი დაბრუნება დაედასტურებინა“.

ბარსა - ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი კვლავ მოედინება...

„დიახ, ცოტათი ასეა. მე ვერ დავემშვიდობე ადამიანებს ისე, როგორც მინდოდა. როგორც მგონია, რომ დავიმსახურე. ისევე როგორც იმ ფეხბურთელებმა, რომლებზეც წეღან ვისაუბრე, რომლებმაც ეს დაიმსახურეს. მე ასევე ვისურვებდი წასვლას. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მიხაროდა, ვცხოვრობდი, ვტკბებოდით და ასევე ვიტანჯებოდით. მრავალი წელი ერთად ვიყავით და მინდა მათ დავემშვიდობო და ჩემი გრძნობები გადმოვცე“.

ერთ დღესაც კლუბში დაბრუნება მინდა

„დიახ, ცხადია კლუბთან ახლოს ყოფნა მინდა. უფრო მეტიც, მე ბარსელონაში ცხოვრებას ვაპირებ. ეს არის ის, რაც ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნათლად მაქვს გადაწყვეტილი. არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ეს ჩემი კლუბია, რომელმაც დიდი სიყვარული მომცა, ვაფასებ იმ ყველაფერს რაც მთელი კარიერის მანძილზე მომცეს, მე ეს გუნდი მიყვარს და მინდა ისევ იქ ვიყო“.

100%-ით მაიამიში? თუ...

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაიამიში ვაპირებ წასვლას. მაგრამ ჯერ ასი პროცენტით არაფერია გადაწყვეტილი. რაღაცები მენატრება, მაგრამ გზის გაგრძელება გადავწყვიტე“.

სხვა ევროპული კლუბები და ბარსა...

„შემოთავაზებები სხვა ევროპული კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ისინი არც განმიხილავს, რადგან ბარსელონაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზე. ბარსა არ გამოვიდა და ევროპის დატოვება გადავწყვიტე. ახლა MLS-ის ლიგაში ვიქნები, უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ ყოველდღიურად, ახალი ლიგის ცხოვრებით, უფრო მშვიდად, მაგრამ იგივე პასუხისმგებლობით, რადგან გამარჯვება კვლავ მსურს. მუშაობას ყოველდღიურად გავაგრძელებ, მაგრამ ახლა უფრო მეტი სიმშვიდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე