მესი 2026 წლის მუნდიალზე თამაშს გეგმავს
Aa
Aa

მესი 2026 წლის მუნდიალზე თამაშს გეგმავს

როგორც ბოლო საათებში ევროპულ პრესაში დაიწერა, ლეო მესიმ კარიერის „ინტერ მაიამიში“ გაგრძელება არჩია.

ახლა კი ბრიტანული The Independent-ი წერს, რომ მესიმ ეს ნაბიჯი შემთხვევით არ გადადგა და ყველაფერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს უკავშირდება.

2026 წელს მუნდიალს ამერიკა, მექსიკა და კანადა ერთად უმასპინძლებს. ლეოს ამ დრომდე ფეხბურთის თამაში მშვიდად და ზედმეტი ზეწოლის ქვეშ სურს. მას უნდა, რომ ფორმა შეინარჩუნოს და თან გარემოსთანაც ადაპტაცია გაიაროს, რათა მუნდიალს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, შემდეგ კი ნაკრებთან ერთად ტიტული დაიცვას.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მესი „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პერსპექტიულ გარიგებას გააფორმებს Apple-თან, რომელიც MLS-ის მატჩების მთავარი მაუწყებელია.

ლეო დევიდ ბექჰემის კლუბთან ხელშეკრულებას მალე ოფიციალურად გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს „ბარსელონაში“ 1 წლით თამაშის სურვილი ჰქონდა, თუმცა „ბარსამ“ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავა და ტრანსფერის განხორციელება მთლიანად მესის სურვილს დაუკავშირა, რაც სიცრუე გამოდგა. კატალონიელებს არგენტინელისთვის ამ დრომდე ოფიციალური წინადადებით ერთხელაც არ მიუმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - კანტე ალ იტიჰადში ითამაშებს
რომანომ დაადასტურა - კანტე ალ იტიჰადში ითამაშებს