ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“ეს მარადიული ისტორიაა“ - სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა

ახალი არავისთვის არის, რომ ლუჩიანო სპალეტი „ნაპოლის“ მომავალი სეზონიდან აღარ გაწვრთნის. იტალიელი სპეციალისტი „პარტენოპეის“ „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით დაემშვიდობა.

რას წერს სპალეტი?

მშვენიერი ქორეოგრაფიები, რომლებიც კვირას გაკეთდა მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც თქვენს თავს ყოველთვის პროტაგონისტებად წარმოაჩენს. ეს ხსნის, თუ როგორ ეკუთვნის „ნაპოლი“ მთლიან ქალაქს, ხოლო ნეაპოლელები მსოფლიოს! თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ამის მონაწილე მცირე ნაწილით ვიყავი. ეს მარადიული ისტორიაა.“

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა და ის ნეაპოლიდან დიდი პატივით გააცილეს.

ასევე გეტყვით, „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე და იულიან ნაგელსმანი განიხილებოდნენ, თუმცა ესპანელს პრემიერ ლიგაში სურს მუშაობა, ხოლო გერმანელს გეზი „პარი სენ ჟერმენისკენ“ აქვს აღებული, საიდანაც დღეს კრისტოფ გალტიე დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები